თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა 2023 წლის 22-23 მაისს გამართავს პროფესორ იუზა ევგენიძის დაბადების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 30 აპრილამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conference.hum@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
იხ. თეზისების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი